Friday, March 17, 2017

პროექტი "OUR FARM"


  1. პროექტის სახელწოდება:OUR FARM
  2. პროექტის მთავარი იდეა: ფერმა და ფერმაში მცხოვრები ცხოველები
  3. პროექტის აქტუალობა:ბავშვებმა კარგად დაიმახსოვრონ შესწავლილი მასალა, თუ რა ცხოველები ცხოვრობენ ფერმაში როგორია ესა თუ ის ცხოველი, სად ცხოვრობენ, რას მიირთმევენ და ა.შ.
  4. პროექტის მიზანი: ბავშვებმა ისწავლონ ჯგუფური მუშაობა და შსწავლილი მასალის გამოყენება.
  5. მონაწილეთა ასაკი: 10-11წელი
  6. ვადები/ხანგრძლივობა:5კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შიძლება შიქმნას: ბავშვები ერთად შქმნიან ფერმის მაკეტს,ილუსტრირებულ წიგნებს
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფერადი ქაღალდები, პატარა სათამაშო ცხოველები, პლასტელინი, ფერადი ფანქრები, კალამი, ფურცლები.სიგელები, პრიზები.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს პროექტის მთავარ იდეას, აუხსნის მათ პროექტის მიზანს  და დაყოფს მათ ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს დაევალება შექმნას ფერმის მაკეტი ან ილუსტრირებული წიგნი,რომელშიც იქნება ფერმის ცხოველების და ფერმაში მდგარი შენობების სურათები.სურათებს თან უნდა ახლდეს განმარტებები ინგლისურ ენაზე.ბავშვები შეიკრიბებიან,ჯგუფებში ზოგიერთი  მათგანი გააკეთებს ფერმის მაკეტს, ზოგიერთი  მათგანი კი ილუსტრირებულ წიგნს(სურვილის მიხედვით).შემდეგ ამ ნამუშევრებს მოიტანენ სკოლაში და მოეწყობა გამოფენა.ყველა ნამუშევარს მიენიჭება ნომერიგამოფენაზე მისულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ მათთვის ყველაზე კარგი ნამუშევრის ნომერი დაწერონ ფურცელზე და ეს ფურცელი მოათავსონ სპეციალურ ყუთში.გამოფენა გაგრძელდება  ხუთი დღე.ხუთი დღის შემდეგ გაიხსნება ეს ყუთი  და ბავშვები და მასწავლებელი ნახავენ თუ რომელმა ნამუშევარმა დაიმსახურა მეტი მოწონება. პროექტში მონაწილე ყველა ბავშვი დაჯილდოვდება სიგელით,ხოლო გამარჯვებული პროექტის ავტორები კი წამახალისებელი პრიზებით.
  10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:უცხ..III.8მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
    უცხ..III.13მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
    უცხ..III.15მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთანთანამშრომლობა.
    უცხ..III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.

  11. პროექტის ხელმძღვანელი: სოფიო ჯელაძე
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: sxecuriani@gmail.com
  13. პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: